კვლევებზე დაყრდნობით რესპონდენტი ამბობს, რომ ხორცს რეგულარულად ბავშვების 34% მოიხმარს. ხორცის მაინცდამაინც ყოველდღიურად მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ ხშირად უნდა მიიღონ. 34% ეს ბავშვების მესამედია... რკინის ათვისება ხორციდან 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან. რკინადეფიციტის გამო ჟანგბადის მომარაგების დეფიციტი, ანუ ანემია ვითარდება. ცუდია, რომ ჟანგბადი არ მიეწოდება მოზარდის ტვინს. არადა, მოზარდობის პერიოდი აქტიური სწავლის, გონებრივი განვითარების დროა. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმში რკინის მარაგი შეიქმნას.
ეს დეფიციტი განსაკუთრებით ცუდად გოგონებზე აისახება, რადგანაც 11-12 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ფიზიოლოგიურად რკინას სისხლთან ერთად ისედაც კარგავენ და თუ მისი შევსება არ მოხდება, შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეთ.
- მაგრამ ეს ალბათ იმას არ ნიშნავს, რომ ვაჟებს არ სჭირდებათ რკინა და სრულფასოვანი კვება.
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზეზთა გამო, როგორც ვთქვი, შეიძლება, გოგონას მეტი დასჭირდეს. ორივეს ერთი და იგივე პორცია რომ მივცეთ, გოგონებთან შესაძლოა, ფარული შიმშილი განვითარდეს.
იგივე ვრცელდება უფრო დაბალი ასაკის ბავშვებზე. მათ დაბალანსებული კვება ესაჭიროებათ. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამბობენ, რომ ჭამენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხილს, მაგრამ არ ჭამენ ხორცს. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი), იქ მოხმარებაში ხილი და ხორცი შემოდის.
მრავალფეროვანი საკვების მიღება ყოველდღე აუცილებელია, ისე არ არის, რომ დღეს მიიღო და ხვალ - არა. ყველა ჯგუფიდან უნდა მიიღონ რაღაც პროდუქტი. ერთადერთი, თევზისა და ხორცის შენაცვლება შეიძლება. მაგრამ თუ ხორცს არ ჭამენ, მაშინ ცილოვანი საკვები მაინც მისაღებია - ლობიო, პარსკოსნები, რომელშიც ხორცის ანალოგიური ცილაა... თუ ვერც ერთს ჭამენ, რკინის უზრუნველყოფისთვის უნდა მიირთვან - ჭარხალი, ვაშლი, ოღონდ არა ჩვეული რაოდენობით, გაცილებით მეტი...
იხილეთ ვრცლად: