01 ნოემბერი, 2017
აი, რა ემართება თქვენს ორგანიზმს რეგულარული სექსის შედეგად
პურიტანები ოდითგანვე ცდილობდნენ, დაემალათ თავიანთი საქმიანობა, თუმცა, უნდა აღინიშნოს,  სექსი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ის ადამიანის ძირითადი ინსტინქტია.
ინტიმური საიდუმლოების ქონა ადამიანს განსაკუთრებულ ხალისს მატებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში ერთი ორგაზმი ექიმთან ვიზიტზე სასარგებლოა.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის სამინისტროს კვლევებმა ცხადყო, რომ რეგულარული სექსი ადამიანს უამრავი დაავადებისგან იცავს.

ორგაზმი ახდენს ტვინის სტიმულირებას
სიყვარულით დაკავება ტვინის მუშაობისთვის სასარგებლოა, ორგაზმი ერთგვარი სტიმულატური და ტრენაჟორია ტვინის მუშაობისთვის. ორგაზმის დროს ტვინის ორივე ნახევარსფეროს სტიმულირება ხდება.
ასევე, სექსი აძლიერებს სისხლის ციკულაციას ორგანიზმში
და უფრო სწრაფად მიეწოდება სისხლი სხვადასხვა ორგანოს. რაც ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე გონების სხვადასხვა სავარჯიშოსა და თავსატეხის კეთება.

სიყვარული ორგაზმის შემდგომ
დავით ლინდენი ამტკიცებს, რომ ორგაზმია სიყვარული, ორგაზმის დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, კი არადა ორგაზმის დროს განიცდით სიყვარულის შეგრძნებას და ეს ოქსიტოცინის ბრალია, რომელიც მიიღწევა სექსის უმაღლესი წერტილის დროს. სხვათაშორის, თუ ადამიანი ცხვირის სპრეის სახით ოქსიტოცინს მიიღებს, ბევრად უფრო მოსიყვარულე და თბილი გახდება.


სექსი, როგორც საუკეთესო ანტიდეპრესანტი

სექსი არა მხოლოდ სიამოვნებას განიჭებთ, არამედ ამშვიდებს და ამცირებს სტრესის უარყოფით გავლენას. საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს გამოწვეულია ენდორფინებით, რომლებიც ასევე ორგაზმის დროს გამოიყოფა.



ორგაზმი, როგორც უძილობის სამკურნალო საშუალება

ორგაზმს აქვს კიდევ ერთი დამამშვიდებელი და სედატიური ეფექტი, ექიმები ამბობენ, რომ კარგ ორგაზმს შეუძლია გადაჭრას უძილობის პრობლემა.

ორგაზმი აძლიერებს იმუნურ სისტემას

კვლევებმა დაადასტურა, რომ რეგულარული სექსის დროს იზრდება იმუნოგლობულინის ა დონის ეფექტი, რაც ხელს უწყობს ჩვენი სხეულის დაცვას იმ შემთხვევში, თუ თქვენი პარტნიორი ჯანმრთელია და ვენერიული დაავადებები არ ჭირს.


სექსი დაგეხმარებათ შაკიკის დაძლევაში


სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტკივილი ორგაზმის დროს სრულად იკლებს და ქრება, სექსი ერთგვარი ვარჯიშია ორგანიზმისთვის და შესაძლებელია, სრულიად გაგიქრეთ შაკიკი.


სექსი აჩქარებს კალორიების დაწვას

სექსი - ეს არის ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ტიპი, ამიტომ რეგულარულად სიყვარულით დაკავება შენს სხეულს ავითარებს და ქმნის, ნახევარ საათიანი სექსი 85 კილოკალორიას წვავს.

ორგაზმი მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციისთვის და განსაკურნებლად

ებრაელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რეგულარული სქესობრივი კავშირი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. სექსი ერთგვარ კარდიო ვარჯიშად ითვლება.

სექსი აუმჯობესებს განწყობას

დილის სექსი აუმჯობესებს განწყობას და ბევრად მეტ ეფექტს აძლევს დილის ყავას.
ორგაზმი აუმჯობესებს ენდოკრინულ სისტემას, ამაღლებს და გამოყოფს სიხარულის ჰორმონებს სისხლში.


და ბოლოს, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ სექსის დროს, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უნდა გაატაროთ გარკვეული ღონისძიებები - და არ გადავიწყდეთ თავის დაცვა!



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS