01 ნოემბერი, 2017
6 პროდუქტი, რომელიც თრომბს ანადგურებს
შენელებული სისხლის მიმიქცევის შედეგად შინაგან ორგანოებს ჟანგბადი ნაკლებად მიეწოდებათ, რაც თრომბის წარმოქმნის მიზეზი ხდება.

სისხლის გასათხიერებლად და შესაბმისად, უკეთესი მიმოქცევისთვის ხშირად ასპირინს იყენებენ, მაგრამ ასპირინის ნაწილაკები კუჭის კედელებს ეკვრის, ღრმად ჯდება მათში და შეიძლება წყლულების წარმოქმნის მიზეზადაც იქცეს. ამიტომაც ფიტოთერაპევტები ხშირად იყენებენ ასპირინის ეფექტის მქონე ბუნებივ ინგრედიენტებს, განასკუთრებით ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების ნახარშს.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შედედებას, მათ შორის პირველ ადგილზეა შავი ცირცელი, აღნიშნული ვიტამინით მდიდარია
ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.


თუ შესქელებული, შედედებისკენ მიდრეკილი სისხლი გაქვთ, მოერიდეთ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენებას.
სისხლის გათხელებას ხელს უწყობს ცხიმიანი თევზი. თევზის ქონი არა მარტო ათხელებს სისხლს, არამედ შლის უკვე წარმოქმნილ თრომბებს. სპეციალისტები გვირჩევენ კვირაში 3-4-ჯერ მივირთვათ ცხიმიანი ჯიშის თევზი. ასევე, მნიშვნელოვანია იოდით მდიდარი საკვების მიღება.

იოდს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის კომბოსტო. შეგიძლიათ ხმელი ზღვის კომბოსტო ყავის საფქვავით დაფქვათ და დღეში ერთხელ 1 ჩაის კოვზი მოაყარეთ საჭმელს მარილის ნაცვლად. ეს ამცირებს შედედების რისკს და ამაღლებს სისხლძარღვთა ტონუსს.

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, ასევე, ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით ზღვის თევზი, ნიგოზი და ნუში.
ხშირად მიირთვით ნიორი, გრეიპფრუტი, წითელი ბულგარული წიწაკა და პომიდორი.

დალიეთ ყოველდღე 120 მილილიტრი ფორთოხლის წვენი - ფორთოხალი C ვიტამინის წყაროა, ამასთან, ხელს უწყობს სისხლის გათხელებას. თუმცა, გაითვალისწინეთ - ფორთოხლის წვენი არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭის წყლული და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი აწუხებს.

შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის გათხელების პროცესს:

250 გრამ გარჩეულ ნიორს დაასხით 300 გრამი თაფლი, გააჩერეთ სამი კვირის განმავლობაში და მიიღეთ თითო სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს 21 საათზე დაღეჭეთ ½ ჩაის კოვზი აბზინდის ხმელი ფოთოლი და დააყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი. შემდეგ შეისვენეთ 7-10 დღით.

ეს რეცეპტი, ასევე, წმენდს ღვიძლს და ამაღლებს იმუნიტეტს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS