მტვრევადი, გაფუჭებული თმა, თმის ცვენა, სახეზე და ხელებზე კანის აქერცვლა, ორად გაყოფილი ფრჩხილები – ამ სიმპტომებს ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, თუმცა შესაძლოა, ჩვენმა უყურადღებობამ კანის მძიმე დაავადებებამდე მიგვიყვანოს. დერმატო-ვენეროლოგ თინა ქიტუაშვილის თქმით, საქართველოში ყველაზე ხშირად კანის სოკოვანი
"სოკოვანი დაავადებები საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით ხშირია მოსახლეობის ტერფის მიკოზით ავადობა, რაც ფეხის თითებს შუა ქავილითა და აქერცვლით გამოიხატება. შეიძლება თან სიწითლეც ახლდეს. ზაფხულის პერიოდში ეს დაავადება უფრო მწვავდება და მოჭარბებული ქავილის გამო კანი შეიძლება გაღიზიანდეს და შემაწუხებელი გახდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტერფის მიკოზი, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, ფრჩხილზეც ვრცელდება ხოლმე და ფრჩხილის სოკოვან დაზიანებას - "ონიქომიკოზს იწვევს", - ამბობს დერმატოლოგი და მოსახლეობას ურჩევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სიმპტომები დროთა განმავლობაში არ გაივლის, ექიმს მიმართონ.
ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც უმეტესად ქალებში ვლინდება. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სხვადასხვა ფორმა არსებობს, შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული იყოს და დაავადებული იყო, მაგრამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ძალიან რთული ავადმყოფობა გქონდეს, მაგრამ გადიდებული არ იყოს, ანუ არ იყოს ჩიყვი. ჩიყვი ორგანიზმში იოდის დეფიციტით არის გამოწვეული, საქართველო კი იოდდეფიციტთა ქვეყნების ჩამონათვალშია.
იხილეთ ვრცლად: