23 ოქტომბერი, 2017
ძველი რომაელების სილამაზის საიდუმლო - რა შეუძლია ხაჭოს
ხაჭო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის აახალგაზრდავებს, კვებავს, ატენიანებს კანს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
ხაჭო განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, ცხიმიანი კანისთვის მისი გამოყენება კი არ ღირს, ყოველ შემთხვევაში, სხვა კომპონენტების დამატების გარეშე.

ხაჭო და სტაფილოს წვენი
ორი სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე სტაფილოს წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი - უმჯობესია ზეითუნის, ნუშის ან სელის. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახის კანზე და 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ მკვებავი კრემი
წაისვით.

ხაჭო და არაჟანი
ამ ნიღაბს მათეთრებელი თვისებაც აქვს - საკმარისია თანაბარი რაოდენობის ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში აურიოთ და სახეზე წაისვათ.
თუ ამ მასას ცოტაოდენ ზღვის მარილს დაუმატებთ, შეგიძლიათ სკრაბის სახით გამოიყენოთ, ოღონდ დიდხანს ნუ გაიჩერებთ, მარილმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სახის კანზე.

ხაჭო მოდუნებული კანისთვის

მოდუნებული კანის გამოსაცოცხლებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ხაჭო, ზეითუნის ზეთი და ფორთოხლის წვენი, მიღებული მასა სახეზე წაისვით, 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
მათეთრებელი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ ერთმანეთში ხაჭო და თხიერი თაფლი აურიოთ.

ხაჭო კიტრითა და ოხრახუშით

ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, წვრილად გახეხილი კიტრი და ხაჭო, დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. ეს ნიღაბი ათეთრებს და აცოცხლებს კანს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნიღბისთვის უნდა გამოიყენოთ შინაური, ნატურალური ხაჭო. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული.

ხაჭოს ნიღბების ერთი კურსი შედგება 5-7 ყოველკვირეული ნიღბისგან. შემდეგ ერთი თვით უდა შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS