19 ოქტომბერი, 2017
მიირთვით ეს პროდუქტები ძილის წინ და თქვენ არ გასუქდებით
ხშირად დიეტაზე მყოფები ვერ უმკლავდებიან ძილის წინ ჭამის ცდუნებას. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. არსებობს პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ დაძინებამდე მიირთვათ და არ გასუქდეთ:

უცხიმო რძის პროდუქტი: ხაჭო, იოგურტი, შეგიძლიათ ერთი ნაჭერი ცხიმიანი ყველი შეჭამოთ, ოღონდ მხოლოდ ერთი ნაჭერი!

რძის პროდუქტი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ამინმჟავების ათვისებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ცხიმიანი თევზი:
აირჩიეთ სკუმბრია ან სარდინი, ოღონდ შებოლილი და მარინადი არ უნდა იყოს. მათში შემავალი ცხიმმჟავები ახანგრძლივებს ნაყროვანების შეგრძნებას და დაძინების წინ შიმშილის გრძნობა
აღარ შეგაწუხებთ.

კვერცხი: უცხიმო რძით მოამზადეთ ომლეტი, შეგიძლიათ სალათის ფურცლებიც დაუმატოთ. ამგვარი საკვების გადასამუშავებლად ორგანიზმი მიღებულ კალორიებზე გაცილებით მეტ კალორიას დახარჯავს.

თხილეული:
შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი თხილეული: კაკალი, არაქისი, თხილი... ქოქოსიც კი. მათში უხვადაა B ვიტამინი, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ბურღულეული:
წიწიბურა, ბრინჯი, კინოა - ამ ბურღულეულს იგივე თვისებები აქვს, რაც თხილეულს, მაგრამ მათი დახმარებით საშუალება გეძლევათ, ძილის წინ ცხელი კერძი მიირთვათ.

ხილიდან შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ ბანანი და ანანასი.

მომზადებულია passion.ru-ს მიხედვით
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რაო
ესენი რომ ძილის წინ ვჭამო ვარდენის ქალიშვილს გავასწრებ. ალბათ 10 გრამზეა საუბარი)))
22:57 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ეს ისე .... :)
ყველანაირი თხილეული საკმაოდ კალორიულია
18:15 / 19-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS