16 ოქტომბერი, 2017
ვაშლი 17 წლით აახალგაზრდავებს - ჩაი, რომელიც შეშუპებისგან დაგიცავთ
შემოთავაზებული ჩაის რეცეპტი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად და შეშუპების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ის დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებასა და ქოლესტერინის დონის მოწესრიგებაში.

რეცეპტის მოსამზადებლად სამი კომპონენტი დაგჭირდებათ: ვაშლი, დარიჩინი და კოჭა. ვაშლი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და აქვს შარდმდენი თვისებები.

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვაშლი ქალბატონებს 17 წლით აახალგაზრდავებს, ლაპარაკია, არა მხოლოდ კანზე, არამედ შინაგან ორგანოებზეც.

დარიჩინი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმს დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. აქვს შედედების
საწინააღმდეგო მოქმედება და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს გულს.

ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს კოჭაც ამასთან, აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს. მდიდარია ეტერზეთებით, კალციუმით, C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავათი, ცილით, ფოსფორითა და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებით.

სასმლის მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები:

500 მილილიტრი წყალი.
1 ჩაის კოვზი დარიჩინი.
4 წითელი ვაშლი.
1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა.

მომზადების წესი:

ვაშლი პატარა ნაჭრებად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დაბალ ცეცხლზემოშუშეთ 5-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 20-30 წუთით და გადაწურეთ.
დალიეთ ერთი ჭიქა თბილი სასმელი დილით უზმოზე, დარჩენილი ნაწილი კი დალიეთ სადილის და ვახშმის წინ. შეგიძლიათ სასმელს ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ.
გაითვალისწინეთ: თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, ინგრედიენტებიდან კოჭა გამორიცხეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS