07 ოქტომბერი, 2017
რა შეუძლია წიწაკიან თაფლს - დაამარცხეთ ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია
ყელის ინფექციის მკურნალობისას ბუნებრივი საშუალებები ხშირად უფრო სწრაფად და შედეგიანად მოქმედებს, ვიდრე ქიმიური პრეპარატები და არც გვერდითი ეფექტები აღენიშნებათ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

თაფლი და წიწაკა
თაფლისა და წიწაკის კომბინაციას დიდი ხანია ყელის სამკურნალოდ იყენებენ. აურიეთ ერთმანეთში ერთი სადილის კოვზი თაფლი და ერთი მწიკვი დაფქული წიწაკა და შეეცადეთ ისე ჩაყლაპოთ, რომ ნაზავი მთლიან ყელს მოედოს.

სამკურნალო ბალახები

ყელის სიმშრალის დროს განსაკუთრებით სასიამოვნო და სასარგებლოა სამკურნალო ბალახების თბილი ჩაი. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, სალბი, პიტნა.

კოჭას ჩაი
კოჭა
ცნობილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფართო შესაძლებლობებით. კოჭას ჩაი ადვილად ამარაცხებს სტრეპტოკოკით გამოწვეულ ყელის ინფექციას.

ორთქლი
ყელის სტრეპტოკოკული ინფექციების დროს კარგ შედეგს იძლევა ორთქლი. მიუხედავად იმისა, რომ ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას მომენტალურად არ კურნავს, ის მნიშვნელოვნად ამსუბუქებს გაციების სიმტომებს, ხსნის გაჭედილ ცხვირს და ზედა სასუნთქ გზებს უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს.

თასში ჩაასხით ცხელი წყალი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (თავშავა, ბეგქონდარა, პიტნა ან რომელიმე სხვა). გდაიფარეთ პირსახოცი, დაიხარეთ ორთქლიან თასზე და გაიკეთეთ ინჰალაცია.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარს საოცარი ეფექტი აქვს სტრეპტოკოკულ ინფექციასთან ბრძოლისას.ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ყელში გამოივლეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS