- რას გვეტყვით სეზონურად გავრცელებული ენტეროვირუსების შესახებ, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- მწვავე გასტროენტერიტი არის განავლის კონსისტენციის შეცვლა და /ან ევაკუაციის რიცხვის ზრდა ცხელებით და ღებინებით ან მის გარეშე. მწვავე გასტროენტერიტის დროს განავლის კონსისტენცია არის უფრო თხელი სითხის მაღალი შემცველობის გამო. ხოლო დეფეკაციის რიცხვი 3 და მეტი 24 საათში, დიარეა გრძელდება 7-14
ვირუსული გასტროენტერიტის უხშირესი მიზეზია როტავირუსული ინფექცია. როტავირუსი ბავშვთა ასაკში მძიმე დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევია. ავადობის სეზონია ოქტომბერი-მარტი, პიკური თვეები - იანვარი-მარტი. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებული ადამიანი. ვირუსის გარემოში გამოყოფა ხდება განავლით. ინფექციის გადაცემის გზა არის ფეკალურ-ორალური. გადაცემის ფაქტორი შეიძლება იყოს დაბინძურებული ნივთები, დაბინძურებული საკვები და წყალი. ვირუსის მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო. როტავირუსით ავადობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კი ძირითადად ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, არაადექვატური და/ან დაგვიანებული მკურნალობის შედეგად.
ენტეროვირუსის დროს ინკუბაციური პერიოდი 1-5 დღე გრძელდება. დაავადება ძირითადად იწყება ტემპერატურის მატებით 37.50C- დან - 3800C-მდე (იშვიათად 390C-მდე), ღებინებით და შემდგომ წყლისებრი ფაღარათით. ღებინება დაავადების პირველივე დღეებში წყდება, რჩება უმადობა და გულისრევის შეგრძნება. ტემპერატურა ძირითადად ნორმალიზაციას განიცდის მეორე დღესვე. ფაღარათი გრძელდება 5-7 დღე, განავალი სისხლს (ერითროციტებს) და ლეიკოციტებს არ შეიცავს. იგი უხვია, წყლისებრი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის, ქაფიანი და აქვს მკვეთრი სუნი. მოზრდილ ბავშვებში ზოგჯერ ეპიგასტრიუმის და ჭიპის მიდამოში უჩივიან ტკივილს, შესაძლოა მოვლითი, მჭრელი ხასიათის, რომელსაც თან ახლავს დეფეკაციის სურვილი, ნაწლავლავების ყურყური და დეფეკაციის შემდეგ ტკივილის შემსუბუქება. მცირე ასაკის ბავშვებში სწრაფად ვითარდება დეჰიდრატაცია. ჩვილ, იმუნოდეფიციტის მქონე და მალნუტრიცირებულ ბავშვებში დაავადება ღებულობს მძიმე და გახანგრძლივებულ ხასიათს.
მკურნალობა: