29 სექტემბერი, 2017
5 პროდუქტი, რომელიც ქალმა არასდროს უნდა მიირთვას
არსებობს პროდუქტები, რომელთა ჭამა ქალებისთვის რეკომენდებული არ არის. „შავ სიაში“ შესული პროდუქტი ვნებს ქალის ორგანიზმს.

ზეთში შემწვარი პროდუქტი
ზეთში შემწვარი პროდუქტი, საერთოდ, არ არის სასარგებლო, ქალის ორგანიზმს კი განსაკუთრებით ვნებს. ის ორგანიზმს სრულყოფილად მუშაობის საშუალებას არ აძლევს და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას, ასევე, შეიძლება კანზე გამონაყარის მიზეზადაც იქცეს.
შემწვარი პროდუქტი ძალიან მარტივად შეიძლება ჩაანაცვლოთ გრილით, რაც საშუალებას იძლევა ზედმეტი ცხიმის გარეშე მოამზადოთ პროდუქტი და ამასთანავე, შეუნარჩუნოთ მას ყველა სასარგებლო თვისება.

თეთრი პური და მაკარონი

მოხდენილ
გარეგნობას ყველაზე მეტად ეს პროდუქტები ვნებს. გარდა ამისა, ისინი მავნეა ჯანმრთელობისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, სერიოზულ პრობლემებს უქმნიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას, განსაკუთრებით ქალებში. ამ პროდუქტებს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ, რომელიც ქალებში ისედაც მაღალია. ამ პროდუქტების შეცვლა შეგიძლიათ დიეტური „ხლებცებით“, შავი პურით ან ქატოს პროდუქტებით.

მარგარინი
მარგარინი ბევრ მცენარეულ ცხიმს შეიცავს, თან არცთუ ხარისხიანს. ასეთი ცხიმი მაღლა სწევს ცუდი ქოლესტერინის დონეს. უმჯობესია, თუ მას ნაღების კარაქით ჩაანაცვლებთ, ოღონდ ზომიერად.

თეთრი ბრინჯი

მცდარი აზრია, რომ ბრინჯის ფაფა სასარგებლოა, რადგან ის ორგანიზმისთვის სასიკეთო უამრავ ნივთიერებას შიცავს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ბრინჯი რაღაც საშუალოა კარტოფილსა და მაკარონს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სუფთა ნახშირწყალია, რომელიც საკმარისი რაოდენობით არ შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, სამაგიეროდ მასში უხვადაა სახამებელი.
თეთრი შეგიძლიათ ყავისფერი ბრინჯით ჩაანაცვლოთ, რომელშიც გაცილებით მეტია B ვიტამინი და საკვები ბოჭკოები, უჯრედისები და მინერალური ნივთიერებები.

შაქარი

შაქარი ანადგურებს ქალის იმუნურ სისტემას და მთლიანად არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. შაქარზე უარის თქმა ზალიან ადვილია - მთავარია ერთი კვირა გაძლოთ მის გარეშე და შემდეგ მოთხოვნილებაც თანდათან გაგიქრებათ.
შაქარი შეგიძლიათ თაფლით ჩაანაცვლოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS