დიეტა წესების გარეშე
თუ ამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, ძირითადი კერძისთვის რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და სანელებელი უნდა მოიმარაგოთ.
ზეთის ნაცვლად კერძებზე მოსასხმელად უნდა გამოიყენოთ ლიმონი, ლაიმა, ძმარი ან იოგურტი.
მიირთვით ჯანსაღი ხარისხიანი საკვები
აღმოსავლეთ ევროპული დიეტის პრინციპი რევოლუციური არ არის,
რას მიირთმევენ სკანდინავიელი ქალბატონები?
მჭლე წითელი ხორცი - ქათმისა და ღორის ხორცის ნაცვლად სკანდინავიელი ქალბატონები მიირთმევენ წითელ ხორცს, რომელიც ენერგიას მატებს და არ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კომბოსტო - იპანახი - მდიდარია B, C და K ვიტამინებით, უჯრედისითა და წყლით. ეს პროდუქტები შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ, რადგან ისინი ძალიან ცოტა კალორიას შეიცავენ.
ჭვავის პური - სკანდინავიელები უპირატესობას ანიჭებენ ამ სახეობის პურს, რადგან ის მდიდარია უჯრედისით და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს.
სანელებლები - აღმოსავლეთევროპული დიეტის ცნობილი წესია - ნაკლები ზეთი, მეტი ძმარი და სანელებლები.
თევზი - მდიდარია უჯერი ცხიმმჟავებით, კარგია მოხარშულ კარტოფილთან ერთად. სკანდინავიაში ხმელი თევზი და თევზის მარინადი ყველაზე პოპულარული პროდუქტია.
ტყის ხილი - მოცვი, წითელი კენკრა და მაყვალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ტყის კენკრა ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს და ორგანიზმს შარდგამომყოფი გზების ინფექციებისგან იცავს.