პირველი, რაც ამ დროს უნდა მოიმოქმედოთ, გრიპით დაავადებულის იზოლირებაა. ავადმყოფს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, თეთრეული და ტუალეტის საგნები უნდა ჰქონდეს. მისი თეთრეული და ჭურჭელი ცალკე უნდა გარეცხოთ. დღეში 2-3-ჯერ სახლში სველი დასუფთავება
გრიპით დაავადებულის მომვლელს პირზე მარლის ოთხმაგი საფარი უნდა ეკეთოს, რომელიც აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გამოიხარშოს და ცხელი უთოთი დაუთოვდეს.
დასნებოვნებისაგან დაგიცავთ საპნიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა და კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის ან სოდიანი და იოდიანი ხსნარის ყელში გამოვლება. ამისათვის 1 სუფრის კოვზი საჭმლის სოდა 1 ლიტრ ანადუღარ თბილ წყალში გახსენით და 30 წვეთი 5%-იანი იოდი ჩაუმატეთ.
გარდა ამისა, ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ სახე და ხელები საპნით უნდა დაიბანოთ. სუფთა კანზე მოხვედრილი ბაქტერიების 85% 10 წუთში იღუპება.
როგორც წესი, გრიპიანს მადა არა აქვს. უმჯობესია, პირველი 1-2 დღე ნაკლები ჭამოს, თუ არ უნდა, არ დააძალოთ, ამასთან, დიდი რაოდენობით სითხე - დღეში 2-2,5 ლიტრი - მიიღოს.
მომდევნო დღეებში საკვებზე მთლიანად უარის თქმას უკუჩვენება აქვს დაბალი არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის მქონე, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ძალიან დასუსტებული ავადმყოფებისათვის, ასევე 75-80 წლის ადამიანებისათვის.
გრიპის მწვავე ეტაპზე რეკომენდებულია შედარებით მსუბუქი საკვების მიღება: ბრინჯის ფაფა, ხილი, კისელი, წვენები, ცოცხალი ბოსტნეული, ჩაი. იმუნიტეტს გააძლიერებს და გრიპის სიმპტომებს შეასუსტებს ყოველდღიურად ერთი ჭიქა მაწვნის მიღება. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს როგორც ძალიან ცხელი, ასევე ცივი, მწარე, მჟავე საკვები და მარინადები.
გრიპით დაავადებულთათვის უებარია ქათმის ბულიონი, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს სასუნთქ გზებს.
თუ ავადმყოფს გრიპი გაუმწვავდა და ექიმმა სულფანილამიდური პრეპარატები დაუნიშნა, მაშინ მათი მიღების პერიოდში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ხორცეული, კვერცხი, ყველა სახის მარინადი.
აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ სხეულის ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით აწევისას ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა დაახლოებით 7%-ით ჩქარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სითხეზე ადამიანის მოთხოვნილება საკმაოდ იზრდება.
ამდენად, ავადმყოფს დიდი რაოდენობით სითხე უნდა მისცეთ - თაფლიანი ან ჟოლოიანი ჩაი, კომპოტები, მინერალური წყალი. თუ გრიპიანს პირღებინება აღენიშნება, სითხე ცივი უნდა იყოს.
ჟურნალი ''რეიტინგი''