სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე ვკითხეთ რჩევები სპეციალისტებს, რათა მათგან გაგვეგო, როდის არის სიმსუქნე საგანგაშო, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და რა შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებულ წონას.
პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა:
- ადრე სიმსუქნე მდიდარი ქვეყნების ხვედრი იყო. ახლა სიმსუქნის პრობლემა
მშობლებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ. ოჯახში კვების კულტი არ უნდა იყოს. ზოგ მშობელს მოსწონს ღაბაბიანი და ღიპიანი ბავშვები. ეს არ არის სწორი.
არ უნდა დააძალოთ ბავშვს ზედმეტი საკვები. მეტაბოლური სინდრომი, არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი - ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა განვითარებასაც ჭარბი წონა უწყობს ხელს. ბავშვი დღეში მინიმუმ 2 საათი ფიზიკური აქტივობით უნდა იყოს დაკავებული.
განაგრძეთ კითხვა: