25 სექტემბერი, 2017
რა რეკომენდაციებს გვაძლევს სკრინინგ-ცენტრის დირექტორი, სიმსივნის თავიდან ასარიდებლად
საქართველოში კატასტროფულად მატულობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ეს ვერაგი დაავადება არა მარტო პაციენტს იწირავს, უმძიმესი სტრესს აყენებს ოჯახს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ობლად რჩებიან. ვფიქრობთ, მშობლის ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ რემა ღვამიჩავას ამ დაავადებაზე ვესაუბრეთ. იგი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია ამ ვერაგი დაავადების თავიდან არიდება.

- ბოლო დროს ექიმებისგან ხშირად გვსმენია, რომ კიბო აღარ არის განაჩენი... არადა აშკარად ვხედავთ, რომ ამ
სენს თითქმის ვერავინ გადაურჩა. გაგვიმარტეთ,
რას გულისხმობენ ექიმები ფრაზაში, "კიბო აღარ არის განაჩენი"


- ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება ნამდვილად არ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს გახლავთ სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სახვადასხვა მეთოდით ან უხშირესად მათი კომბინირებული გამოყენებით (ქირურგია, რადიოთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია).

დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო სრულად განკურნებადია ისევე, როგორც უმეტესი სხვა დაავადება, ხოლო დაავადების გავრცელებულ სტადიაზე გამოვლენისას განკურნების შანსი ნებისმიერი დაავადების დროს მეტად მცირეა.

სამწუხაროდ დღემდე კიბო არის ის დიაგნოზი, რომელსაც პაციენტს ოჯახის წევრები არ უმხელენ. ამ დიაგნოზს უმალავენ ახლობლებს და კოლეგებსაც. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გარშემო ბევრი განკურნებული ონკოპაციენტი ცხოვრობს, რომელთა რეალური დიაგნოზი და მათი განკურნების ფაქტი მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცის.

ისინი კი, გასაგები მიზეზების გამო, ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS