24 სექტემბერი, 2017
7 წესი, რაც ქალმა გინეკოლოგთან ვიზიტამდე უნდა დაიცვას
ქალისთვის გინეკოლოგთან ვიზიტი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა იშვიათად ნახავთ ქალს, რომელიც ძალიან ყურადღებით ზრუნავს ქალურ ჯანმრთელობაზე. გინეკოლოგთან ვიზიტიც, მასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო, უმეტესობას ეზარება.

ამიტომ, როცა გადაწყვეტთ, გინეკოლოგს ეწვიოთ, ჯობია, ეს ვიზიტი მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. ამიტომ ყოველი ვიზიტის წინ ეს 7 წესი გაითავისეთ.

1. ვიზიტამდე 24 საათის განმავლობაში სქესობრივი კავშირისგან ჯობია თავი შეიკავოთ.

2. ნაწლავები განტვირთული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ექიმი შეცდომაში შევიდეს.

3. სავსე შარდის ბუშტი აუცილებელია ექოსკოპიური კვლევისას.

გინეკოლოგთან ვიზიტისას კი
ისიც დაცლილი უნდა იყოს. ამის გამო შარდმდენს ნუ დალევთ, გასინჯვის წინ საპირფარეშოში შესვლა საკმარისია.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS