24 სექტემბერი, 2017
9 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს
ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობაზე მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობაა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გამანადგურებლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ამიტომ მედიკამენტებით მკურნალობისას კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები:

ვაშლი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, კლავს ბაქტერიებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემაზე. ფარისებრი ჯირკვლისთვის ფასეულია იმით, რომ იცავს კიბოს დაავადების განვითარებისგან.

კიბორჩხალა და ზღვის პროდუქტები შეიცავენ ვიტამინ B12-სა და თუთიას, ეს ნივთიერებები აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

ზღვის კომბოსტო შეიცავს იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც ორგანიზმს ფარისებრი დაავადებებისგან იცავენ.

ხახვი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულისთვის. შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს.

მოცვი რეკორდსმენია ანტიოქსიდანტების შემცველობით, მნიშვნელოვნად ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგებაში.

წითელი თევზი - ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული (სიომგა), კალმახი, ღურკანა (გორბუშა) სასარგებლო ცხიმმჟავების მდიდარი წყაროა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობისთვის. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ ამგვარი თევზი.

ნიგოზი და თაფლი ზარმაცი ფარისებრი ჯირკვლის გამოცოცხლებასი დაგეხმარებათ. 3-4 ნიგოზი დაჩეჩქვეთ შეურიეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიირთვით დილით უზმოზე ყოველდღე 1-2 კვირის განმავლობაში.

ლიმონი და თაფლი, ასევე, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ და კანიანად წვრილად გახეხეთ, მიღებულ მასას მიღებულ მასას თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი და მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამიდან ჭამამდე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS