22 სექტემბერი, 2017
შეიჩერეთ თმის ცვენა - შედეგი გაგაოცებთ
საკვები სოდის უნივერსალური შესაძლებლობები ფართოდაა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ მას თმის ცვენის შეჩერებაც შეუძლია, ამასთან, ხელს უწყობს თმის ზრდას.

საკვები სოდა ბუნებრივი შამპუნის როლს ასრულებს, რადგან კარგად ასუფთავებს, არბილებს თმას, აშორებს მას არა მარტო ჭუჭყს, არამედ ტოქსიკურ ნივთიერებებსაც და მოქმედებს როგორც კონდიციონერი.

რეცეპტი ძალიან მარტივია - საკმარისია ერთმანეთში აურიოთ წყალი და სოდა პროპორციით 3:1.

გაითვალისწინეთ, რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტი შამპუნი დაგჭირდებათ.

თუ მხრებამდე თმა გაქვთ, 6 სადილის კოვზ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი საკვები
სოდა.

მიღებული მასა შეიზილეთ თმაში ძირებიდან მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარგი იქნება, თუ ბოლოს წყალში გაზავებულ ვაშლის ძმარს (4:1) გადაივლებთ.

შედეგი გაგაოცებთ, ეს რეცეპტი აჩერებს თმის ცვენას და თმას ჯანსაღ იერს უბრუნებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS