საკვები სოდა ბუნებრივი შამპუნის როლს ასრულებს, რადგან კარგად ასუფთავებს, არბილებს თმას, აშორებს მას არა მარტო ჭუჭყს, არამედ ტოქსიკურ ნივთიერებებსაც და მოქმედებს როგორც კონდიციონერი.
რეცეპტი ძალიან მარტივია - საკმარისია ერთმანეთში აურიოთ წყალი და სოდა პროპორციით 3:1.
გაითვალისწინეთ, რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტი შამპუნი დაგჭირდებათ.
თუ მხრებამდე თმა გაქვთ, 6 სადილის კოვზ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი საკვები
მიღებული მასა შეიზილეთ თმაში ძირებიდან მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კარგი იქნება, თუ ბოლოს წყალში გაზავებულ ვაშლის ძმარს (4:1) გადაივლებთ.
შედეგი გაგაოცებთ, ეს რეცეპტი აჩერებს თმის ცვენას და თმას ჯანსაღ იერს უბრუნებს.