21 სექტემბერი, 2017
ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი საუკეთესო ხილი დასახელდა
ყურძენი ეხმარება ადამიანს უამრავი დაავადების განკურნებაში. შეიცავს E ვიტამინს, კალცსა და კალიუმს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რაც ორგანიზმში ტოქსინებს ანადგურებს.

რით არის სასარგებლო ყურძნის თესლი

ყურძნის თესლი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მასში შემცველი ვიტამინების კომპლექსი კოლაგენის გამოყოფის დოზას ზრდის. ამ ნივთიერების წყალობით სახეზე ნაოჭები მცირდება და კანი ტონუსში მოდის. ლამაზი, გრძელი თმის მსურველებისთვის კი რეკომენდებულია ყურძნის ზეთის მიღება და მისგან ნიღბების გაკეთება.

მოხმარების უკუჩვენებები:

კუჭ-ნაწლავის დაავადებები;

გაზების დაგროვება;

თირკმლის ქვა;

ღვიძლის დაავადება;

შაქრის დიაბეტი;

გაცხიმოვნება;

კბილების პრობლემა;

ათეროსკლეროზი;

ალერგიული რეაქციები;

პროდუქტის ინდივიდუალური მიუღებლობა.

გახსოვდეთ, საზიანო არა ყურძნის თესლი, არამედ მისი მიღების რაოდენობაა. უარყოფითად აისახება მათზეც, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ყველა დანარჩენისთვის კი ყურძენი შესანიშნავი პროდუქტია ორგანიზმის ტოქსინებისგან განთავისუფლებისთვის.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS