20 სექტემბერი, 2017
ვისთვის არის აკრძალული კვახის მირთმევა
კვახი დიეტური ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია ქიმიური შემადგენლობით და ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრისთვის ძალიან სასარგებლოა, აქვს უკუჩვენებებიც.

- კვახი რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭისა
წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავი.

- კვახი ორგანიზმში თრგუნავს მჟავის გამოყოფას, ამიტომ საშიშია მათთვის, ვისა აწუხებს გასტრიტი დაბალი მჟავიანობით.

- მას შეუძლია სისხლში შაქრის დონე მოულოდნელად გაზარდოს, ამიტომ სასურველი არ არის მათთვის, ვისაც შაქრის დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს.

- სპეციალისტები კვახს არ ურჩევენ ნაწლავური პრობლემების მქონე და
ალერგიულ პირებს.

- არც კვახის მზესუმზირის მირთმევაა სასარგებლო, რამდენადაც შეიცავს დიდი რაოდენობით სალიცილის მჟავეს, რასაც შეუძლია გასტრიტის გამწვავება და კბილის ემალის დაზიანება. მირთმევის შემდეგ ექიმები გირჩევთ პირის ღრუ წყლით გამოივლოთ. ამასთან, ეს მზესუმზირა საკმაოდ კალორიულია და ჭარბწონიანობას გამოიწვევს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS