ყველაფერი ძალიან მარტივია - ქათქათა კბილები რომ შეინარჩუნოთ, საკმარისია, ჩაიში რამდენიმე წვეთი რძე ჩაუმატოთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთ ჩაის უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მათეთრებელ კბილის პასტას.
რძე შეიცავს ცილოვან კაზეინს, რომელიც ტანინთან ურთიერთქმედებისას ხელს უშლის კბილების გამუქებას.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რძიანი ჩაის სმა კულტურისათვის სპეციფიკური ფენომენია და ზემოაღნიშნული შედეგი შეიძლება საკმარისად დამაჯერებელი არ იყოს