შავი მოცხარის ჩაი სასარგებლოა გაციების დროს. ის, ასევე, არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს სედატიური თვისება. მნიშვნელოვანია, რომ ეს სასმელი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, დადებითად მოქმედებს თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობაზე, ამსუბუქებს მდგომარეობას ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისას.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნაყენი უნდა მომზადდეს მხოლოდ ფოთლებისგან, არ აქვს მნიშვნელობა ნედლი იქნება თუ
არ შეიძლება შავი მოცხარის ფოთლების ნაყენის ჭარბი დოზით გამოყენება – სამკურვალო სითხე შეიძლება საწამლავად გადაიქცეს.
დაბოლოს, პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ, დღეში 1-2 ჭიქა ჩაი მიირთვათ.
გაითვალისწინეთ: თუ ზემოაღნიშნული ნედლეულის სამკურნალოდ გამოყენებას გადაწყვეტთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დოზებს სპეციალისტი შეგირჩევთ.