თუ შაკიკი გაწუხებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთი:
კოჭას ნაყენი
რამდენიმე ნაჭერი კოჭა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. კოჭა ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. დალიეთ მაშინ, როგორც კი თავის ტკივილი შეგაწუხებთ.
აბაზანა და ყავა
თუ თავი აგტკივდათ, მიიღეთ ცხელი აბაზანა და დალიეთ ჭიქა ყავა. ცხელი აბაზანა ყავასთან ერთად ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
სელის თესლი
ასევე კარგია თუ თქვენს რაციონს სელის თესლით გაამდიდრებთ. ის ომეგა-3 - ს შეიცავს. სელის თესლის რეგულარული მიღება თავის ტკივილებს საგრძნობლად შეგიმცირებთ.
ანა გარელი