04 სექტემბერი, 2017
სურნელი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ რაციონის შეცვლის გარეშე - მეცნიერები
ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პიტნის არომატი ეხმარება მადის კონტროლსა და გახდომაში.

ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ ისინი, ვინც პიტნის სურნელს შეიყნოსავდა, ყოველკვირეულად 1800 კალორიით ნაკლებს იღებდნენ, ამასთან მათი რაციონი არ იცვლებოდა.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც ერთი თვე გრძელდებოდა. კვლევაში მონაწილეობა 3000-მდე ქალმა მიიღო, რომლებსაც გახდომა სურდათ. ვიდრე საკვებს მიირთმევდნენ, მათ სხვადასხვა მცენარის ეთერზეთის სურნელი უნდა შეეყნოსათ.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც პიტნის სურნელს იყნოსავდნენ, ყოველკვირეულად 1800 კალორიით ნაკლებ საკვებ იღებდდნენ, ამასთან მათი რაციონი არ
იცვლებოდა.

ნაკლები კალორიების მისაღებად საკმარისია მაჯაზე წაისვათ პიტნის ზეთი და შეიყნოსოთ სურნელი დღის განმავლობაში.

მეთოდი ბევრად ეფექტურია სპორტული ვარჯიშების დახმარებით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS