04 სექტემბერი, 2017
უებარი საშუალება სასუნთქი გზების და ბრონქიტის სამკურნალოდ
ევკალიპტის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი, მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ევკალიპტის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს...

მათი ნაყენი იხმარება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების, ბრონქიტის დროს.

ნაყენის დასამზადებლად 10 გრამ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ადურეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ნახევარი საათი დააცადეთ და გადაწურეთ.

თუ ყელი გტკივათ, შეგიძლიათ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ გამოივლოთ ან გაიკეთოთ ინჰალაცია. ამისათვის საკმარისია ნაყენის 15-20 წვეთი ერთ ჭიქა ცხელ
წყალში გააზავოთ.

ევკალიპტის სპირტიან ნაყენს სვამენ ბრონქიტის დროს. 10-15 წვეთი ჩაასხით მეოთხედ ჭიქა ადუღებულ წყალში და დალიეთ ჭამამდე დღეში 2-ჯერ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS