31 აგვისტო, 2017
შეინარჩუნეთ ლამაზი კანი და ყელი - მოიშორეთ ღაბაბი
ქალის ასაკს, უპირველეს ყოვლისა, ყელი და ხელები გასცემენ, ამიტომ სახის მოვლასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ყელის მოვლაც.

მოვიშოროთ ღაბაბი

თუ შეამჩნიეთ, რომ სახის ფორმა გეცვლებათ და ღაბაბი გიჩნდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები:
დილის ვარჯიშისას ცოტაოდენი დრო ყელსაც დაუთმეთ – აიღეთ ფანქარი, კბილებით დაიჭირეთ და ჰაერში ანბანის ათი ასო დაწერეთ.

ამოძრავეთ თავი ყველა მიმართულებით, შეგიძლიათ, მკვეთრად გადასწიოთ უკან, შემდეგ კი ნიკაპი მჭიდროდ მიიბჯინოთ მკერდზე. შხაპის მიღებისას კი წყლის ნაკადის წრიული მოძრაობებით მასაჟი გაიკეთოთ.

კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ მკვებავი ნიღბები
და კომპრესები. ნიღაბი მწოლიარე მდგომარეობაში უნდა გაიკეთოთ. აიღეთ ორი პატარა ჯამი, ერთში მოათავსეთ ნებისმიერი შემთბარი მცენარეული ზეთი, მეორეში - ცივი ჩაი ან ბალახების ნაყენი, მაგალითად, გვირილის ან პიტნის. დაწექით, ჯამები ახლოს დაიდგით, დაასველეთ ხელასხოცი ზეთში და ერთი-ორი წუთით, ანუ სანამ არ გაცივდება, ღაბაბზე დაიდეთ. შემდეგ მოიშორეთ და ერთი წუთით ცივ ნაყენში დასველებული ხელსახოცი დაიფინეთ.

პროცედურა 5-6-ჯერ გაიმეორეთ. ბოლოს კი ცხიმიანი კრემი წაისვით და 20 წუთით იმავე მდგომარეობაში გაჩერდით. საერთოდ კი შეეცადეთ, იძინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ საწოლზე, ბალიში მაინცდმაინც მაღალი და ფუმფულა არ უნდა იყოს.
ლამაზი ყელი

როგორც აღვნიშნეთ, ყელს ისევე უნდა მოვლა, როგორს სახეს. უნდა დაიწყოთ ყოველდღიური მსუბუქი გაწმენდით. გარდა ამისა, მასაც აუცილებლად სჭირდება დატენიანება და დაცვა. დილით და საღამოს წაისვით კრემი. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ კანის გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღბები.

მოერიდეთ ულტრაიისფერ სხივებს _ ისინი აჩქარებენ კანის დაბერების პროცესს.

ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს სპეციალური დამცავი კრემის გარეშე.

მზეზე გასვლის წინ, მით უმეტეს პლაჟზე, არ დაისხათ სუნამო, რადგან შეიძლება პიგმენტური ლაქები გაგიჩნდეთ.
ყელზე კრემის წასმისას გაიკეთეთ მასაჟი გულმკერდის არიდან ნიკაპის მიმართულებით.

მაკიაჟის გაკეთებისას პუდრი, ტონალური კრემი და ავტოზაგარი აუცილებლად უნდა წაისვათ ყელზეც.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS