მოვიშოროთ ღაბაბი
თუ შეამჩნიეთ, რომ სახის ფორმა გეცვლებათ და ღაბაბი გიჩნდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები:
დილის ვარჯიშისას ცოტაოდენი დრო ყელსაც დაუთმეთ – აიღეთ ფანქარი, კბილებით დაიჭირეთ და ჰაერში ანბანის ათი ასო დაწერეთ.
ამოძრავეთ თავი ყველა მიმართულებით, შეგიძლიათ, მკვეთრად გადასწიოთ უკან, შემდეგ კი ნიკაპი მჭიდროდ მიიბჯინოთ მკერდზე. შხაპის მიღებისას კი წყლის ნაკადის წრიული მოძრაობებით მასაჟი გაიკეთოთ.
კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ მკვებავი ნიღბები
პროცედურა 5-6-ჯერ გაიმეორეთ. ბოლოს კი ცხიმიანი კრემი წაისვით და 20 წუთით იმავე მდგომარეობაში გაჩერდით. საერთოდ კი შეეცადეთ, იძინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ საწოლზე, ბალიში მაინცდმაინც მაღალი და ფუმფულა არ უნდა იყოს.
ლამაზი ყელი
როგორც აღვნიშნეთ, ყელს ისევე უნდა მოვლა, როგორს სახეს. უნდა დაიწყოთ ყოველდღიური მსუბუქი გაწმენდით. გარდა ამისა, მასაც აუცილებლად სჭირდება დატენიანება და დაცვა. დილით და საღამოს წაისვით კრემი. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ კანის გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღბები.
მოერიდეთ ულტრაიისფერ სხივებს _ ისინი აჩქარებენ კანის დაბერების პროცესს.
ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს სპეციალური დამცავი კრემის გარეშე.
მზეზე გასვლის წინ, მით უმეტეს პლაჟზე, არ დაისხათ სუნამო, რადგან შეიძლება პიგმენტური ლაქები გაგიჩნდეთ.
ყელზე კრემის წასმისას გაიკეთეთ მასაჟი გულმკერდის არიდან ნიკაპის მიმართულებით.
მაკიაჟის გაკეთებისას პუდრი, ტონალური კრემი და ავტოზაგარი აუცილებლად უნდა წაისვათ ყელზეც.