28 აგვისტო, 2017
ანემია, დიაბეტი, შიდსი და სხვა დაავადებები, რომლებზეც პირის ღრუ მიგანიშნებთ - აი, როგორ შეამოწმოთ
გაეცანით დაავადებათა ჩამონათვალს და მათ სიმპტომებს:

სოფილისი: ადრეულ სტადიაზე სოფილისი პირის ღრუში ანთებით პროცესებს იწვევს. გვიან სტადიაზე კი პირის ღრუში ჩნდება წყლული, გამონაყარი და ჭრილობები.

ლეიკემია: უმრავლესშემთხვევაში ამ დროს ღრძილები სივდება, საიდანაც შესაძლოა სპონტანურად დაიწყოს სისხლდენა.

ბულემია:
ასეთ დროს ხშირია ღებინება, რის შედეგადად ზიანდება ლორწოვანი გარსი.

ანემია: ანემიის შედეგად ენა ხდება გლუვი და კარგავს ჩვეულ სიწითლეს.

ადამიანის პაპილომავირუსი:
საშვილოსნოს ვირუსის სიმპტომები პირის შრუშიც ვლინდება - წარმოიქმნება პაპილომები, რასაც მიხედვა სჭირდება, რათა სიმსივნეში არ გადაიზარდოს.

აუტოიმუნური
დაავადებები:
ეს შესაძლოა პირში გახსნილი ჭრილობებითა და საერთო დისკომფორტით გამოვლინდეს.

დიაბეტი: როცა დიაბეტიანი ადამიანის ორგანიზმში არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის გლუკოზა, პირის ღრუდან გამოიყოფა ტკბილი ხილის მსგავსი სურნელი.

პერიფერიული ციროზი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსი შესაძლოა ყვითელი ან მწვანე შეფერილობის გახდეს.

შიდსი: შიდსით დაავადებულებს დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, ახასიათებთ: ღრძილების ანთება, კანდიდოზი, ვერტიკალური ზოლები ენაზე, პირის ღრუს ანთება ლორწოვან გარსზე, ენაზე, ღრძილებსა და ტუჩებზე.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS