25 აგვისტო, 2017
შეჭამეთ ორი ნატეხი შაქარი ძილის წინ და თქვენი სხეულის ფორმები გაგაოცებთ
დიეტებს ხშირად კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე მიმართავენ. ეს არასწორია, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მადგეს. რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დაცვის დროს, რომ შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყოს და ჯანმრთელობაც არ შეგვერყეს? წესები მარტივია:

. მშიერ კუჭზე არასდროს დაიწყოთ საჭმლის მომზადება. შიმშილის შემოტევის დროს ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, თუნდაც საღეჭი რეზინი ჩაიდეთ პირში. ასე, მართალია, ცრუ, მაგრამ დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და სასუსნავზე ხელი არ წაგიცდებათ.

. კერძი იოდიზირებული მარილით შეაზავეთ. საქმე ისაა, რომ იოდი ორგანიზმში ცხიმების წვის
კატალიზატორია.

. დილით, უზმოზე, ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი დალიეთ - ნივთიერებათა ცვლას გაგიუმჯობესებთ.

. თუ ხორცეული გიყვართ, უმჯობესია, შემწვარი ან მოშუშული სოკოთი ჩაანაცვლოთ. სოკო ისეთივე ყუათიანია, როგორიც ხორცი, მაგრამ გაცილებით ნაკლებკალორიული (100 გრ სოკო 25 კკალორიას შეიცავს).

. ეცადეთ, მეორე კერძი შედარებით ცხარე იყოს. ტკბილეულისადმი ლტოლვას ჩაახშობთ.

. სადილის წინ ფინჯანი ბულიონი მიირთვით. ასე დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და ძირითად კერძს გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.

. ძირითადი კერძის მირთმევამდე ასევე სასურველია, ორი ნატეხი შაქარი შეჭამოთ, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე აიწევს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.

. ეცადეთ, პურეულზე საერთოდ უარი თქვათ.

. როგორც წესი, დასვენების დღეებში მადა ძლიერდება. ამიტომ უიკენდებზე ეცადეთ, საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთი ირბინოთ, რაც ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლიერებს. ეს ჰორმონი კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და მადას თრგუნავს.

. ტკბილეულის მოყვარულთათვის რეკომენდებულია, საყვარელი ნამცხვრები და შოკოლადი ტკბილი ხილითა და ხაჭოთი ჩაანაცვლონ.

. საკვები ყოველ სამ საათში მცირე ულუფობით უნდა მიიღოთ. ამის წყალობით, ნივთიერებათა ცვლას საჭირო დონეზე შეინარჩუნებთ და ორგანიზმს კალორიების მომარაგება არ დასჭირდება.

. მხოლოდ სალათებით ნუ შემოიფარგლებით. მათთან ერთად მიირთვით ცოტა მჭლე, მოხარშული ხორცი. ასე გაცილებით უკეთ დანაყრდებით.

. ორგანიზმი B6 ვიტამინით რეგულარულად მოამარაგეთ, რაც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. ყველაზე დიდი რაოდენობით სეროტონინს ქამა სოკო და რძის პროდუქტები შეიცავს.

. დაივიწყეთ, რომ თქვენს სახლში ლიფტი არსებობს. კიბეებზე ფეხით ადით. ასე 10 წუთის განმავლობაში 83 კალორიას დაწვავთ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ველოსიპედით სიარულის დროს იხარჯება 10 წუთის განმავლობაში (75 კალორია).

. გამოიყენეთ ნაკლებკალორიული პროდუქტები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ანაყრებს. მაგალითად, ვაშლი, ყურძენი, მოხარშული კარტოფილი, მაკარონი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS