25 აგვისტო, 2017
ვაგინალური ატროფია - ერთ-ერთი „ქალური“ პრობლემა, რაც სექსის ნაკლებობას უკავშირდება
ეს მტკივნეული მდგომარეობა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ქავილი და წვა, ბევრი ქალისთვისაა ნაცნობი - ეს არც ინფექციაა და არც დაავადება, წერს New York Post-ი.

ვაგინალური ატროფია გავრცელებული, თუმცა განკურნებადი მდგომარეობაა, რაც ვაგინის კედლის სტენოზიას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება შეექმნას, ამ მდგომარეობაში ძირითადად მაინც მენოპაუზის მქონე ქალები არიან.

ატროფიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია: გამონადენი, წვა, ქავილი, შარდვის გაძნელება და ტკივილი სექსის დროს.

ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხშირი ორგაზმი - როგორც პარტნიორთან,
ისე მასტურბაციის დახმარებით. ეს უსიამოვნო შეგრძნებებს მოგიხსნით.

ორგაზმის დროს, სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის მიწოდების გაზრდა ვაგინისთვის ერთგვარი "ვარჯიშია". ამ დროს საშოში მეტი რაოდენობის ჟანგბადი ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მიდრეკილი ხდება ანთების მიმართ, იკლებს შევიწროებისა და სიმშრალის რისკი.

როგორც ლონდონელი სექს-თერაპევტი ლუიზა მაზანტი ამბობს: "ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი ხშირად ამბობს: "სექსი არ მაქვს, რადგან არ მყავს პარტნიორი". დაივიწყეთ ეს და უზრუნველყავით თავი სექსით. აქ იგულისხმება მასაჟი და ქსოვილზე შეხება, იმისთვის, რომ იცოცხლოს, იმოძრაოს სისხლმა და ქსოვილი ელასტიური გახდეს. ეს ქსოვილისთვის ნამდვილად ვარჯიშია".

მაზანი ასევე განმარტავს, რომ სექსით დაკავების შესაძლებლობის დაკარგვა, არა მხოლოდ ფიზიკური პრობლემაა, მას შეუძლია სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.

ქალები, რომლებიც ეწევიან, რომლებსაც არასდროს უმშობიარიათ ან არ აქვთ სექსი - ასევე დგანან დასახელებული პრობლემის წინაშე.

ანა გარელი
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანას
რასაც წაიკითხავთ ყველაფერს არ დაუჯეროთ
23:45 / 26-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
ქართველ ქალისთვის მაგი ხიხიაო და გინდა მომკვდარხართ გინდა გითმენიათ ფეხებზე არა კიდიათ ?
21:44 / 25-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS