24 აგვისტო, 2017
მასტოპათია - იმკურნალეთ ბალახებით უსაფრთხოდ
სხვადასხვა კლასიფიკაციის ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის განვითარებას რიგი მნიშვნელოვანი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს.
მასტოპათიის შემთხვევაში მკურნალობის გადადება დაუშვებელია. კარგი იქნება, თუ საკუთარ ორგანიზმს სამკურნალო ბალახებითაც დაეხმარებით:

ერთ სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ორი საათის განმავლობაში თერმოსში გააჩერეთ. დალიეთ მეოთხედი ჭიქა დილით და საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა.

ორსულებისთვის ამგვარი მკურნალობა დაუშვებელია!

გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, კანის ანთებითი პროცესი გვერდით მოვლენებზე მიუთითებს - მკურნალობა მაშინვე
უნდა შეწყვიტოთ.

2 სუფრის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ მინდვრის შვიტას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში ოცი წუთით. დალიეთ მეოთხედი ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შეგიძლიათ ერთი კვირით შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ შვიტას დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ნახევარი საათით გააჩერეთ თერმოსში. დალიეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შეგიძლიათ ერთი კვირით შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

2 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ. დალიეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთ კვირას გრძელდება, შეგიძლიათ ერთი კვირით შეისვენოთ და გაიმეოროთ.

როგორც წესი, ხალხური მეთოდებით მასტოპათიის მკურნალობას სამი ეტაპი მაინც სჭირდება.
შვიტით მკურნალობისას რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ წიწიბურა, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტებში შემავალი B ვიტამინი დაგიცავთ უარყოფითი ეფექტებისგან.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, ბალახებით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS