24 აგვისტო, 2017
შეიძლება თუ არა მუცელზე ძილი - რა ემართება პოტენციას და ხერხემალს
ადამიანები, რომლებსაც დღეში 7 საათზე მეტი სძინავთ, უფრო მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი გამოუძინებელი თანატოლები. აგრეთვე ჭარბი წონით იშვიათად იტანჯებიან.

ძილი ნებადართულია გვერდზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზურგზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მუცელზე. მიჩნეულია, რომ ეს პოზა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში სექსუალურ დარღვევებს იწვევს. მუცელზე წოლა რეკომენდებური არ არის აგრეთვე ადამიანებისთვის, ვისაც ხერხემლის პრობლემები აქვს. გვერდზე წოლა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ორგანიზმში მეტ ენერგიას აგროვებს.

სადილის წინ ხანმოკლე წაძინება სასარგებლოა. რამდენიმეწუთიანი ზედაპირული დღის ძილი უფრო
ეფექტურია ზაფხულში და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც საჭმლის მონელებაში პრობლემები აქვს.

ეცადეთ, სავარძელში 15 წუთი წათვლიმოთ, მაგრამ ჭამის შემდეგ დაძინება განსაკუთრებით მავნეა, რადგან დღის დარჩენილ დროს თავს უგუნებოდ იგრძნობთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS