ძილი ნებადართულია გვერდზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზურგზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მუცელზე. მიჩნეულია, რომ ეს პოზა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში სექსუალურ დარღვევებს იწვევს. მუცელზე წოლა რეკომენდებური არ არის აგრეთვე ადამიანებისთვის, ვისაც ხერხემლის პრობლემები აქვს. გვერდზე წოლა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ორგანიზმში მეტ ენერგიას აგროვებს.
სადილის წინ ხანმოკლე წაძინება სასარგებლოა. რამდენიმეწუთიანი ზედაპირული დღის ძილი უფრო
ეცადეთ, სავარძელში 15 წუთი წათვლიმოთ, მაგრამ ჭამის შემდეგ დაძინება განსაკუთრებით მავნეა, რადგან დღის დარჩენილ დროს თავს უგუნებოდ იგრძნობთ.