თმას მზეზე ისევე სჭირდება დაცვა, როგორც კანს. მზის გამოსხივება შლის თმის პიგმენტს. მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგად თმა უფერულდება და თხელდება.
ამდენად, თუ ჯერ არ გისარგებლიათ შვებულებით და ახლა აპირებთ მზის სხივებზე ნებივრობას, მზისგან დამცავი კრემი თმაზეც წაისვით. ის თქვენს თმას ჯანსაღ ბზინვარებასა და ფერს შეუნარჩუნებს.