22 აგვისტო, 2017
ერთი ფინჯანი ყავა - კოფეინი ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას
ყავის ნორმალურად და რაციონალურად გამოყენება არ ვნებს ადამიანს.

დღეში სასურველია 1-2 ფინჯანი ყავის დალევა. ყავაში შემავალი ნივთიერებები მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ზომიერი დოზით მიღებული კოფეინი იწვევს შარდმდენ მოქმედებას და ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას, აძლიერებს სუნთქვას... გარდა ამისა, 1 ფინჯანი ყავა შეიცავს დაახლოებით 2 მგ რკინას.

ყავა ასტიმულირებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობას. იგი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზეც. ხელს უწყობს კუჭის წვენისა და მარილმჟავას დიდი რაოდენობით გამოყოფას და დადებით გავლენას ახდენს ნაღვლის
ბუშტზე, ნაღვლის სადინარებსა და ღვიძლზე, ნაწლავების აქტივობაზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS