16 აგვისტო, 2017
როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი
ზაფხულის სიცხეში ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით გამოყოფს ოფლს. გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ მანიპულაციას, რომლებიც ყველაზე ცხელ ამინდშიც კი სიგრილის შეგრძნებას შეგინარჩუნებთ.

დილით მიიღეთ გრილი შხაპი, შემდეგ მთელი სხეული წყლისა და ვაშლის ძმრის ნარევით (პროპორციით 1:3) დაიზილეთ.
პომიდვრის წვენი შესამჩნევად აფერხებს ოფლის ჯირკვლების მუშაობას. ორი მწიფე პომიდვრისაგან პიურე გააკეთეთ და მთელ სხეულზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ყოველ დილით დალიეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრით განზავებული ერთი ჭიქა წყალი. ეს პროცედურა ორმაგად სასარგებლოა: ვაშლის ძმარი
არა მხოლოდ ოფლდენას ამცირებს, ნივთიერებათა ცვლასაც ასტიმულირებს.

ყურადღებით მოეკიდეთ კვებას _ სიცხეში ჭამეთ ნაკლები ხორცი, ძეხვი, შებოლილი და ცხარე პროდუქტები. ალკოჰოლი და მაგარი ყავა ასევე ჭარბ ოფლდენას უწყობს ხელს. ყველაფერი ეს ორგანიზმისათვის სასარგებლო ხილით, ბოსტნეულითა და რძის მჟავე პროდუქტებით შეცვალეთ.

დღეში ერთხელ 10-წუთიანი ფეხების აბაზანა გაიკეთეთ. არსებობს რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც ფეხების ოფლიანობას ამცირებს. 3 ლიტრ თბილ წყალში პირველად ერთი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი ჩაასხით, მეორედ - 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტას ნაყანი, მესამედ - ნახევარი ჭიქა მუხის ქერქის ნაყენი. პროცედურის შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.

ტერფები და ქუსლები ყოველდღიურად გაიხეხეთ (გარქოვანებული კანი გადაიცილეთ) და მხოლოდ ნატურალური მასალისაგან დამზადებული ფეხსაცმელი ატარეთ.

გვირილას ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი თვისებები აქვს. ცხელ დღეებში რეკომენდებულია გვირილაზე დამზადებული ლოსიონებისა და დეზოდორების გამოყენება.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS