15 აგვისტო, 2017
როგორ მოვუაროთ ნასიცხს და როგორ ავიცილოთ თავიდან - პედიატრი თეონა უჩუმბეგაშვილი
რა არის ნასიცხი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება? პრობლემაზე, რომელიც ასე აქტუალურია ზაფხულში, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თეონა უჩუმბეგაშვილი.

რა არის ნასიცხი და რატომ ჩნდება ის?

ნასიცხი მართლაც აქტუალური პრობლემაა და არა მარტო ზაფხულში. ის კანზე ჩნდება როდესაც ცხელა და გაძლიერებულია ოფლის გამოყოფა, ნასიცხს სხვაგვარად ნაოფლარსაც უწოდებენ. ის ჩნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, არაჰიგიენური ტანსაცმელის გამოყენებისას, როდესაც ბავშვს
ზედმეტად "ფუთავენ", როდესაც სიცხის დროს ბავშვს დიდი ხანი აცვია ერთჯერადი საფენი. როდესაც
ზამთარში ბავშვის ოთახში ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ბავშვსაც ძალიან თბილად აცვია.

სხეულის რომელ ნაწილებში გვხვდება ყველაზე ხშირად ნასიცხი?

ის ვლინდება გამონაყარის სახით, რომელიც შეიძლება იყოს სითხის შემცველი ბუშტუკების გროვის, ან კანქვეშა ხორკლიანი გამონაყარის სახით. ის ძალიან ხშირად უვითარდებათ ბავშვებს ზაფხულის ცხელ პერიოდში. ძირითადად ნასიცხი თავს იჩენს თავის , კისრის, გულმკერდის, იღლიის ფოსოში. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს იმის გარჩევა, გამონაყარი ნასიცხია თუ ალერგიული ან სხვა დაავადების ფონზე აღმოცენდა. ხშირად მხვდება ინტერნეტ ფორუმებზე და დედების ჯგუფებში მშობლების მიერ გამოქვეყნებული ბავშვების ფოტოები, სადაც დედები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს ფოტოებზე დაყრდნობით და ბავშვის გამონაყარი საჯაროდ განხილვის თემა ხდება. მე, როგორც პედიატრს, ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან პრობლემის იდენტიფიცირება საჭიროა სხვა სიმპტომებიდან გამომდინარე, ფოტოზე დაყრდნობით ძნელია გაარჩიო, რასთან გაქვს საქმე, ამიტომ ნებისმიერი გამონაყარის დროს საჭიროა დროული დიაგნოსტიკა ექიმის მიერ.


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS