გარდა იმისა, რომ ბრინჯი, როგორც საკვებუ პროდუქტი, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ის კოსმეტიკური თვალსაზრისითაც ძალიან სასარგებლოა.
ბრინჯში შემავალ ნივთიერებებს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც ებრძვის ნაოჭებს. ბრინჯი,აგრეთვე, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან. მდიდარია E ვიტამინით.
შემოთავაზებული იაპონური რეცეპტი დაგეხმარებათ სილამაზის შენარჩუნებაში.
ინგრედიენტები:
3
2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.
1 სადილის კოვზი რძე.
1 სადილის კოვზითაფლი.
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი 10-15 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. გადანაწური წყალი შეინახეთ.
ბრინჯს დაუმატეთ თაფლი, ქოქოსის ზეთი, ცხელი რძე და კარგად აურიეთ.
სახე დაიბანეთ, კარგად შეიმშრალეთ და წაისვით მირებული მასა.
ნიღაბი გაიჩერეთ, ვიდრე მთლიანად არ გაშრება და შემდეგ შენახული ბრინჯის ნახარშით ჩამოიბანეთ.