09 აგვისტო, 2017
ვიტამინი E – დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ასაკობრივი ცვლილებებისგან
ფართოდაა ცნობილი, რომ E ვიტამინი და გლიცერინი სახის კანზე დადებითად მოქმედებს. ისინი აუცილებელია კანისთვის, რადგან შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

გლიცერინი და E ვიტამინი შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ. ტოკოფეროლი (ვიტამინი E) - ვიტამინებს შორის პირველი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და ასაკობრივი ცვლილებებისგან იცავს: ის ანელებს ჟანგვის პროცესებს კანის უჯრედებში, აუმჯობესებს კანის კვებას და იცავს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.

ვიტამინი E აჩქარებს რეგენერაციას, ანელებს დაბერების პროცესს, აცხრობს შეშუპებას, აშორებს შავ წერტილებს, ჭორფლს, ლაქებს, წვრილ ნაწიბურებს, უნარჩუნებს კანს
წყალ-ლიპიდურ ბალანსს, ასტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი


10 კაფულა E ვიტამინი გახვრიტეთ, გადმოღვარეთ შიგთავსი და შეურიეთ 25 გრამ გლიცერინს. წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე საღამოს.

ნიღაბი გაიჩერეთ 40-60 წუთის განმავლობაში, შემდეგ სახე გაიწმინდეთ ხელსახოცით, არ დაიბანოთ.
ერთი კვირის შემდეგ თქვენი კანი ხავერდოვანი გახდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS