09 აგვისტო, 2017
მარილმოყრილი პურის ნატეხი - უებარი საშუალება დაბალი წნევის დასამარცხებლად
დაბალი წნევის დროს, თუ სათანადო მედიკამენტები ხელთ არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ თავად დაეხმაროთ საკუთარ თავს.

მოძებნეთ ხერხემლის მეშვიდე მალა (ეს იქნება ადგილი, სადაც კისერი მთავრდება და ზურგი იწყება) და ამობურცული ადგილი წრიული მოძრაობით, საათის ისრის მოძრაობის ან საპირისპირო მიმართულებით, დაიზილეთ.

წნევას კარგად სწევს მაღლა მარილმოყრილი პურის ნატეხი - ეს ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდია.

შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დალიოთ ერთი ფინჯანი ყავა, მაგრამ ყავამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს გულზე, ამიტომ უმჯობესია ტკბილი შავი
ჩაი დალიოთ.

დაგეხმარებათ, აგრეთვე, ჟენშენის ნაყენი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
marina
Sachemo yofila vitanjebi dabali wnevit. Madloba
00:07 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS