ძვლის ბულიონი, ასევე, უზრუნველყოფს მეტაბოლურ საწვავს წვრილნაწლავის უჯრედებისთვის, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და იცავს ნაწლავთა ეგრეთ წოდებულ სარჩულს.
გარდა იმისა, რომ ძვლის ბულიონი იცავს და მკურნალობს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ის ხელს უწყობს, საკვები ნივთიერებების შეთვისებას. ის შეიცავს მინერალებს, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად შეითვისებს - ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს.
ძვლის ბულიონი კალოგენისა და ცილის მდიდარი წყაროა. მათ უხვად შეიცავს ძვლის ქსოვილი, ხრტილი, ძვლის ტვინი და მყესები.
როგორ მოვამზადოთ ძვლის ბულიონი
ძვლის ბულიონის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბოსტნეულით მომზადებული ძვლის ბულიონი ყველაზე სასარგებლოა.
გარდა ორგანული ბოსტნეულისა, მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ისეთი საქონლის ძვალი, რომელიც არ შეიცავს ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს.
მომზადების წესი:
ძვლები მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და დაუმატეთ ორი სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 6 საათის განმავლობაში - ეს მინიმალური დროა ძვლის ბულიონის მოსამზადებლად.
დროდადრო ხარშვისას თავზე მომდგარი ქაფი და აპკი მოხადეთ.
ბულიონს დაუმატეთ მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი.
გააგრილეთ, გადაწურეთ, ნახარში ჩაასხით მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.
მირთმევის წინ აუცილებლად გააცხელეთ.