07 აგვისტო, 2017
ხველება, ფილტვების ანთება - მოერიდეთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ელემენტების შემცველ პრეპარატებს
ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები შეიცავს მავნე ინგრედიენტს დექსტრომეტორფანს, რომელიც ახშობს ხველებას, მაგრამ იმავდროულად იმდენად სახიფათოა, რომ შეიძლება ბავშვებსა და ახალგაზრდებში სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს.

საერთოდ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ხველების სამკურნალოდ, თუ გართულებულ, მწვავე შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, უმჯობეია ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული შინაური წამლები გამოიყენოთ.

რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას როგორც ხველების, ისე ფილტვების ანთების დროს.

ინგრედიენტები:

1 პაკეტი მწვანე ჩაი.
ნახევარი ლიმონის წვენი.
2 ჩაის კოვზი ნედლი თაფლი.
½ ჩაის კოვზი
ახალგახეხილი კოჭა.
½ ჩაის კოვზი კურკუმა.
1/3 ჩაის კოვზი ბეგქონდარა.

მომზადების წესი:
დიდ ფინჯანში ჩაასხით მდუღარე წყალი, მოათავსეთ მასში ჩაის პაკეტები და ბალახები და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ გადაწურეთ, ნაყენს დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი და დალიეთ.

ეს ძალიან მარტივი და იოლად მოსამზადებელი სასმელი საიმედოდ გიმკურნალებთ და რაც მთავარია, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS