მაშ ასე, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ კანი დაგეწვათ:
გავრცელებული შეცდომაა დამწვარ კანზე ყინულის კუბიკების დადება. დროებით შვებას კი იგრძნობთ, მაგრამ ამან შეიძლება ეპითელიუმის კვდომა გამოიწვიოს. მის აღდგენას კი ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და ხშირად კოსმეტიკური დეფექტიც რჩება.
არ შეიძლება დამწვარი უბნის ტუტე საპნით დაბანა, ის ანადგურებს კანის დამცავ
მზით დამწვრობისას არ შეიძლება კანზე სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენება, რადგან სპირტი იწვევს კანის დამატებით დეგენერაციას.
არ არის სასურველი, აგრეთვე, ვაზელინის საფუძველზე დამზადებული საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით მწვავე პერიოდში. ამგვარი საშუალებები აცობს ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
არ არის რეკომენდებული დამწვარ კანზე ცხვრის ან ღორის ქონის, ან სხვა რაიმე ცხიმის წასმა. დაუშვებელია წყლულების გახეთქვა - შეიძლება კანში ინფექცია შეიჭრას.
მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს, ალკოჰოლურ სასმელებს, მაგარ ყავასა და ჩაის, რადგან ამგვარი სასმელები აძლიერებს გაუწყლოებას.
პირველადი დახმარება მზით დამწვრობისას
ნებისმიერი ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში კანს პირველადი დახმარება აუცილებლად უნდა აღმოუჩინოთ.
პირველადი დახმარების საერთო გეგმა ასეთია:
თუ დაგეწვათ სახე ან სხეულის სხვა ნაწილი, აუცილებლად მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს. კარგია, თუ თავს გრილ შენობას შეაფარებთ. თუ ამის საშუალება არ არის ხის ჩრდილში გადაინაცვლეთ ან ქოლგა მოიშველიეთ.
ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი მდგომარეობა. თუ გაციებთ, თავი გტკივათ და თავბრუ გეხვევათ, გრძნობთ სისუსტეს და გულისრევას, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, რადგან ეს სიმპტომები სითბურ დარტყმაზე მიაუთითებს.
თუ მზით დამწვრობისას, საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაეხმაროთ ორგანიზმს: დამწვარ მონაკვეთზე დაიფინეთ ცივ წყალში დასველებული სტერილური მარლის ნაჭერი და ცვალეთ ყოველ 15-20 წუთში.
შეგიძლიათ სველი ზეწარიც შემოიხვიოთ. უნდა იმოქმედოთ ფაქიზად და მაცერაციის გარეშე.
ამგვარ კომპრესებს ორმაგი ეფექტი აქვთ - ამცირებს ტკივილსა და წვას და ატენიანებს კანს ისე, რომ იცავს მის ფენებს შემდგომი დაშლისგან.
თუ საშუალება გაქვთ, მიიღეთ გრილი შხაპი. ლოკალური დამწვრობის შემთხვევაში, თუ მოსახერხებელია, შეგიძლიათ დამწვარი მონაკვეთი გრილი წყლის აბაზანაში ჩაყოთ.
პარალელურად, გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მიიღოთ საჭირო რაოდენობით სითხე, მაგალითად, გაზგასული მინერალური წყალი ან ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ყინულიანი სასმელი.
დამწვრობისას ტკივილის მოსახსნელად, შეგიძლიათ დალიოთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად, ანალგინი, იბუპროფენი, ბარალგინი ან ასპირინი.
ზემოჩამოთვლილი პროცედურები დაგეხმარებათ მსუბუქი დამწვრობისას, რთულ შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.