კურნავს ასთმას
საზამთრო დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც ამცირებს ასთმის შეტევების სიმწვავესა და სიხშირეს.
იცავს ანთებისგან
საზამთრო შეიცავს ორჯერ მეტ ლიკოპენს, რომელსაც ადვილად გადააქვს ანტიოქსიდანტები.
ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს ისეთი ანთებითი პროცესებისგან, რომლებმაც შეიძლება კიბოს დაავადებები გამოიწვიოს.
გამოდევნის კენჭებს
საზამთროს ქერქის წვენი დაგეხმარებათ თირკმლებიდან კენჭების გამოდევნაში. საზამთრო, შარდმდენი თვისებების წყალობით, ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა,
ამაგრებს ძვლებს და იცავს ართრიტისგან
საზამთრო მდიდარია ბეტაკაროტინითა და С ვიტამინით, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს ისეთ დაავადებებთან გამკლავებაში, როგორიცაა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.
კურნავს შეკრულობას
ერთი ჭიქა საზამთროს წვენი სწრაფად სწრაფად მოგიხსნით შეკრულობის პრობლემას.
საზამთროში შემავალი ნივთიერებები, ასევე, აუმჯობესებს თვალების მხედველობას, იცავს ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციისა და ღამის სიბრმავისგან, ამცირებს გულის შეტევის რისკს.აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.