03 აგვისტო, 2017
საზამთრო - დაეხმარეთ ორგანიზმს ბუნებრივი საშუალებით
საზამთრო ერთ-ერთ საუკეთესო გამწმენდ ხილადაა მიჩნეული. მას ბევრი უპირატესობა აქვს, ეფექტურად გამოდევნის ბაქტერიებს ნაწლავებიდან. გარდა ამისა, საზამთრო:

კურნავს ასთმას
საზამთრო დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც ამცირებს ასთმის შეტევების სიმწვავესა და სიხშირეს.

იცავს ანთებისგან
საზამთრო შეიცავს ორჯერ მეტ ლიკოპენს, რომელსაც ადვილად გადააქვს ანტიოქსიდანტები.
ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს ისეთი ანთებითი პროცესებისგან, რომლებმაც შეიძლება კიბოს დაავადებები გამოიწვიოს.

გამოდევნის კენჭებს
საზამთროს ქერქის წვენი დაგეხმარებათ თირკმლებიდან კენჭების გამოდევნაში. საზამთრო, შარდმდენი თვისებების წყალობით, ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა,
რომელიც ეხმარება ორგანიზმს თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების მოგვარებაში.

ამაგრებს ძვლებს და იცავს ართრიტისგან
საზამთრო მდიდარია ბეტაკაროტინითა და С ვიტამინით, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს ისეთ დაავადებებთან გამკლავებაში, როგორიცაა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

კურნავს შეკრულობას
ერთი ჭიქა საზამთროს წვენი სწრაფად სწრაფად მოგიხსნით შეკრულობის პრობლემას.
საზამთროში შემავალი ნივთიერებები, ასევე, აუმჯობესებს თვალების მხედველობას, იცავს ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციისა და ღამის სიბრმავისგან, ამცირებს გულის შეტევის რისკს.აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS