გარდა ამისა, პლაჟზე გასვლის წინ უმრავლესობა მზისგან დამცავ კრემს ისვამს.
გაითვალისწინეთ: თუ კანში ულტრაიისფერი სხივი ვერ აღწევს, მასში არ გამომუშავდება D ვიტამინი, შედეგად, არც თირკმლებში წარმოიქმნება D-ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ძვლებისთვის. ამასთან, D ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება გონებრივ შესაძლებლობებზე, იწვევს კუნთების მოდუნებას, აპათიას, ნაადრევ დაბერებას, უგუნებობას, ზრდის მოტეხილობის რისკს.
დამტკიცებულია, რომ მზის სხივები აძლიერებს იმუნიტეტს, ასაკოვან ა
მზისგან დამცავი კრემის შეფუთვაზე მითითებულია, რომ ის მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე უნდა წაისვათ. სპეციალისტები კი ირწმუნებიან, ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლო იქნება, თუ ჯერ ულტრაიისფერი სხივების უსაფრთხო დოზას მიიღებთ და მხოლოდ შემდეგ გამოიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებას.