03 აგვისტო, 2017
ეს უნდა იცოდეთ - რა შეცდომას უშვებთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენებისას
თანამედროვე ადამიანებს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იშვიათად უწევთ მზეზე ყოფნა - ოფისები, მაღალი შენობები, ბინები სერიოზულ დაბრკოლებად იქცა.

გარდა ამისა, პლაჟზე გასვლის წინ უმრავლესობა მზისგან დამცავ კრემს ისვამს.

გაითვალისწინეთ: თუ კანში ულტრაიისფერი სხივი ვერ აღწევს, მასში არ გამომუშავდება D ვიტამინი, შედეგად, არც თირკმლებში წარმოიქმნება D-ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ძვლებისთვის. ამასთან, D ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება გონებრივ შესაძლებლობებზე, იწვევს კუნთების მოდუნებას, აპათიას, ნაადრევ დაბერებას, უგუნებობას, ზრდის მოტეხილობის რისკს.

დამტკიცებულია, რომ მზის სხივები აძლიერებს იმუნიტეტს, ასაკოვან ა
დამიანებში ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონოკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

მზისგან დამცავი კრემის შეფუთვაზე მითითებულია, რომ ის მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე უნდა წაისვათ. სპეციალისტები კი ირწმუნებიან, ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლო იქნება, თუ ჯერ ულტრაიისფერი სხივების უსაფრთხო დოზას მიიღებთ და მხოლოდ შემდეგ გამოიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS