03 აგვისტო, 2017
რომელი პროდუქტის ხელახლა გაცხელება არ შეიძლება - მოერიდეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს
ბევრი ინახავს მორჩენილ საკვებს მეორე დღისთვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ყველა საკვების გაცხელება არ შეიძლება - გაცხელებულ საკვები შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს.

აი, ზოგიერთი მათგანი:

კარტოფილი
ოთახის ტემპერატურაზე შენახულ მომზადებულ კარტოფილში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება, რაც საკვებით მოწამვლის მიზეზი ხდება. მოხარშული კარტოფილი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ და საჭიროების შემთხვევაში ჰაერღუმელში ან ქურაზე გააცხელოთ.

ხახვი, ნიახური, ჭარხალი
ეს სამი ინგრედიენტი ხშირად გვხვდება წვნიანებში. წვნიანის ხელმეორედ გაცხელებისას გამოიყოფა ტოქსიკური, ასევე, კანცეროგენული ნივთიერებები. ამიტომაც ჯობს, მხოლოდ ის ულუფა გააცხელოთ, რომლის
მირთმევასაც აპირებთ.

სოკო
გაცხელებისას სოკოს ცილოვანი სტრუქტურა იცვლება იმდენად, რომ ის ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. არ არის სასურველი სოკოს ოთახის ტემპერატურაზე შენახვა.
სოკო ან მაშინვე უნდა მიირთვათ, ან მხოლოდ ერთი დღით შეინახოთ მაცივარში.

ბრინჯი
არასწორად გაცხელებულმა ბრინჯმაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. ოთახის ტემპერატურაზე შენახულ ბრინჯში შეიძლება საკვები ბაქტერიები გამრავლდეს. გულისრევისა და ფაღარათის თავიდან ასაცილებლად, ბრინჯი ჰაერშეუღწევადი კონტეინერით აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ხელახალი გაცხელება უსაფრთხო.

ზეთი
ზოგიერთი ზეთი სწრაფად ფუჭდება, მაგალითად, ნიგვზის ზეთი, თხილის ზეთი, ყურძნის წიპწებისა და ავოკადოს ზეთი. რომელიმე მათგანში მომზადებული კერძის ხელმეორედ გაცხელება რეკომენდებული არ არის.

კვერცხი
არ არის რეკომენდებული მოხარშული და შემწვარი კვერცხის ან კვერცხიანი კერძების გაცხელება. ეს შეიძლება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული დისკომფორტის მიზეზი გახდეს.

ქათამი
კვერცის მსგავსად ქათმის ხორციც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას. ხელახლა გაცხელებულმა ქათმის ხორცმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუჭის არეში, პირღებინება და დიარეა.
სასურველია, ზემოაღნიშნული ინგრედიენტების შემცველი კერძები მაცივარში შეინახოთ ან მოამზადოთ მხოლოდ საჭირო რაოდენობა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS