31 ივლისი, 2017
შეივსეთ B 12-ის ნაკლებობა და გადაწყვიტეთ ჯანმრთელობის ყველა პრობლემა
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად უმრავლესობა ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას ცდილობს, რაც ნამდვილად აუცილებელია, თუმცა ხშირად ავიწყდებად, რომ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვიტამინი B12.

ვიტამინ B12-ის ნაკლებობა იწვევს ნევროლოგიურ პრობლემებსა და ქრონიკულ დაავადებებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ვიტამინი B12 ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ხელს უწყობს საკვების დაშლას. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს მეგობარი ბაქტერიების მოქმედებას და საჭმლის მომნელებელ სისტემას მავნე ბაქტერიებისგან იცავს.
ეს ვიტამინი ხელს უშლის Candida-ს განვითარებას, ასევე, იცავს ნაწლავებს ანთებითი და საჭმლის
მომნელებელ სისტემესთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისგან.

ნერვის დაზიანება
ვიტამინი B12 მნიშვნელოვანია ნერვების მიელინის ფენის დაცვისთვის. მიელინის ფენა იცავს ნერვებს ტოქსიკური ნივთიერებებისა და თავისუფალი რადიკალებისგან. ამ ფენის არასწორი ფუნქციონირებისას სერიოზული საფრთხე ექმნება ნერვებს - ამან შეიძლება ნერვის დაშლა გამოიწვიოს. „მკვდარი“ ნერვები თავის ტვინს სიგნალს ვეღარ აწვდიან.

გული
ვიტამინი B12 ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს, რომლის სიჭარბე იწვევს გულის დაავადებებს. ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანესია გულის ჯანმრთელობისთვის.

ძვლები
სწორედ ჰომოცისტეინის დონის შემცირების უნარის წყალობით, ვიტამინი B12 საოცრებებს ახდენს ოსტეოპოროზისა და ძვლებთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

ერითროციტები და ანემია
ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში მონაწილეობს და აფერხებს მეგალობლასტიკური ანემიის განვითარებას, რასაც სისუსტე და ქრონიკული დაღლილობა ახასიათებს.

ვიტამინ B12-ის დეფიციტს ახასიათებს ასევე:

კუნთების სისუსტე, მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

ვიტამინ B12-ით მდიდარია:
საქონლის ხორცი და ქათმის ღვიძლი.
ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, თინუსი, კალმახი.
ორგანული იოგურტი.
ინდაურის ხორცი.
უმი რძე.
საქონლის სუკი.
ყველი, ბურღულეული.
თუ ორგანიზმს ვიტამინ B12-ით მოამარაგებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პორობლემას აიცილებთ თავიდან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS