თუ შესაბამისმა გამოკვლევებმაც დაადასტურა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან გამოგზავნილი შეტყობინება შესაძლოა, უნიკალური მოვლენის სათავედ იქცეს - მოსახლეობის თქმით,
სოფელში შემთხვევით აღმოჩენილმა წყარომ უამრავი ადამიანი განკურნა დიაბეტისაგან. ჩვენც დავინტერესდით და სოფელ ბუთურაულის რწმუნებულ ამირან მახაჩაძეს ვესაუბრეთ.
- ამ წყაროს ძალა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადე და მართლაც სასწაული ქნა.
- წყარო როგორ აღმოაჩინეთ?
- სოფელში ერთი ვაკე ადგილია,ნატბეურებს ვეძახით, ირგვლივ ფერდობებზე მშვენიერი ფიჭვის ტყეებია. სწორედ აქ მინდოდა სიმინდის დათესვა. რახან ყამირი იყო, ფერდობზე ტრაქტორი ჩავიყვანე, მაგრამ ტრაქტორს მიწა
ჩაექცა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა. შევნიშნე, რომ ღრმული შიგნით ნელ-ნელა სველდებოდა წყლით. მივხვდით, რომ მიწისქვეშა წყალს მივადექით.
იხილეთ ვრცლად: